ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტია მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს და შეუერთდეს მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნას. ამის შესახებ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მზად არიან ყოფილ პრეზიდენტს თავდებში ჩაუდგნენ და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვონ.

როგორც ვაშაძე განმარტავს, ყველა ნაბიჯს დაუჭერენ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს.

„როგორც ვიცით, ყველა ექიმი ამბობს, რომ მძიმე ვითარებაა. პოლიტიკურად მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, ეს არ არის ასეთი საკითხი. სუფთა, ადამიანური და ჰუმანიტარული საკითხია, რომელსაც მხარს ვუჭერთ. თავდებობაზე გვექნება მსჯელობა ფრაქციაშიც და სხვა პარტნიორებთან. ეს ხომ პოლიტიკური ჟესტია. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელმა” ვთქვით, რომ ყველა ნაბიჯს დავუჭერთ მხარს, რაც მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებისთვის საქართველოდან გადაყვანას შეუწყობს ხელს”,- აღნიშნავს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს