(Video) ყველა მსხვილ ნარკორეალიზატორს ლევან იზორიას ძმა, ვახტანგ იგივე კიკა იზორია ,,კრიშავს” – კილაძე

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს:
„გამოძიება მეუბნება, რომ ჩემმა შვილმა დავით ხარშილაძემ დაუდგენელ ვითარებაში, დაუდგენელი პირისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ,,ბუპრენორფინი“ შეიძინა. 260-ე მუხლის სხვადასხვა ნაწილით დაკავებულია და სასჯელს იხდის ლამის ნახევარი თბილისი და არც ერთი ნარკორეალიზატორი. ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში მსხვილი ნარკორეალიზატორი არ დაუკავებიათ.
არ მქონდა შეხება ამ თემასთან, ჩემი შვილის დაკავების მერე დავიწყე ინფორმაციის მოძიება. არსებული ინფორმაციით, თბილისში ძალიან ბევრ ადგილას იყიდება ნარკოტიკი და ყველა მსხვილ რეალიზატორს ,,კრიშავს“ ძალოვანი უწყება, სუსი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. მეტიც, გადაცემის დაწყებამდე მე მივიღე ინფორმაცია, რომ რამდენიმე მსხვილი ნარკორეალიზატორის მფარველია თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმა – ვახტანგ იზორია, მეტსახელად ,,კიკა“. ეს ის პირია, რომელიც პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსაშვით ე.წ. ,,ნარუშილოვკით“ გადაადგილდება და ამავე ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მინიმუმ, გონივრული ეჭვით ვახტანგ (იგივე კიკა) იზორია, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება.
„ნარუშილოვკების“ საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის, არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვინც ლევან იზორიას ძმას, სამოქალაქო პირს, შსს-ს სპეცსაშვი გადასცა.
რაკი გამოძიება ვერ ადგენს სად ყიდულობენ „ჩადებულ“ ნარკოტიკს დაკავებული პირები, მე მათ დავეხმარები და საჯაროდ მივაწვდი ინფორმაციას, რეალურად სად იყიდება თბილისში ნარკოტიკი“,-განაცხადა ელისო კილაძემ „რეაქციაში“.

https://youtu.be/VJW7PGz6j-k

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე თბილისის მერად მისი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია„მე არ ვითხოვ გირაოს,ჩემი შვილი არის მხვერპლი და ის უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ ” -კილაძე