ყველა მოქალაქესთან მივალთ და ვეტყვით, თუ რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირის წევრობას – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე ესაუბრა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება ისტორიული შანსია, რომელიც ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

მისივე თქმით, სამეგრელოსა და ზუგდიდს სურს ევროპა, მშვიდობა და თავისუფლება.

“ყველანი ვთანხმდებით ალბათ, რომ დარჩენილ სამ კვირაში იქნება ეს პოლიტიკოსი, თუ უბრალოდ აქტიური მოქალაქე, ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და გავაკეთებთ აუცილებლად გავაკეთებთ და ყველა ქალაქში და ყველა მოქალაქესთან შეძლებისდაგვარად მივალთ და ვეტყვით, თუ რა სიკეთე მოაქვს ევროკავშირის წევრობას, რა არის ევროპული პერსპექტივები და ვალდებულებები, მათ ვისაც ჯერ კიდევ ყველაფერი არ აქვთ ცხადად დანახული მივალთ და ავუხსნით. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული შანსი და მე მიხრია,რომ ზუგდიდში ვიგრძენი ხელშესახებად ევროპული განწყობები. სამეგრელოს ზუგდიდის უნდა ევროპა , მშვიდობა და თავისუფლება”, – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშირუსებმა დონეცკის ოლქის 14 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
შემდეგი სტატიაფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ფინეთი მუშაობს თურქეთის მოთხოვნებზე