ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება – სტოლტენბერგი

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის – ნატოს ყველა წევრი ქვეყანა თანხმდება, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი გახდება. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის – რამშტაინი-16-ის შეხვედრის დასაწყისში განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში იმართება.

„ჩვენ უნდა განვახორციელოთ გრძელვადიანი პროგრამა, რომ ისტორია არ განმეორდეს. ამ შემთხვევაში, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები მომავალ მოკავშირეებთან სრულად თავსებადი გავხადოთ”, – თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა ნატოს ბრძოლაა, უკრაინის უსაფრთხოება ნატოს უსაფრთხოებაა, უკრაინის ღირებულებები კი ნატოს ღირებულებებია.

„ჩვენ ვიმოქმედებთ უკრაინის მხარეზე მანამ, სანამ საჭირო იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე კობახიძეს პატივის, ღირსებია და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს-ადვოკატმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, $200 მილიონიან პაკეტს გადასცემს