ყველა მიზეზი არსებობს, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს – ზელენსკი

ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობს იმისთვის, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იყოს.

„ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ უკრაინამ ნატო-სგან ალიანსში გაწევრიანებისთვის პოლიტიკური მიწვევა მიიღოს. არსებობს სრული გაგება გაწევრიანებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ გუნდთან ერთად, რათა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანი იყოს“, – აცხადებს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიომში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება იყოს ნატოს წევრი – ორბანი
შემდეგი სტატიამაია ბითაძე ოპოზიციას: მიზანმიმართულად ქმნით ფონს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს