“ყველა მინუს ერთი”- დღეს პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

ყველა მინუს ერთი, ბიძინა უნდა წავიდეს”- დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება.

აქციის მონაწილეები ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გააპროტესტებენ. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია დაჯდა საერთო მოლაპარაკების მაგიდასთან და ერთობლივი ძალებით დაუპირისპირდა მატყუარა რეჟიმს. რეჟიმს – ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველ ერს თავისუფლებისკენ მიმავალი ყველა გზა მოუჭრას. პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ერთობლივი მონაპოვარია, რისთვისაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ”,-წერია აქციის აღწერაში.

მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა, რომელიც ე.წ გერმანული მეთოდით გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ცუცქირიძე – ცხადად ჩანს თუ ვის აწყობს ქვეყანაში დაძაბულობა და ამ კურსის ჩაშლა
შემდეგი სტატიასამეგრელოდან თბილისში აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები უკვე გამოემგზავრნენ