ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში – ნიკა მელია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გუშინ სამტრედიაში “ოცნების” ტიტუშკების მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმას შეშინებული რეჟიმის საქციელს უწოდებს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა უნდა დაასრულოს ის მანკიერი პრაქტიკა, რაც ქართულ პოლიტიკაში 30 წლის განმავლობაში არსებობს.

“მილევადი რეჟიმების საქციელია, ყველა მილევადი რეჟიმი ასე იქცევა და ივანიშვილის რეჟიმი არაა განსხვავებული ამ მხრივ. ტრაგედია ის არის რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.

მაგრამ წელს 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ ქართული ოცნება, არამედ დასრულდება ყველა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს კოალიცია და ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური კულტურა. ვიქნებით ყველგან, ვიქნებით სიმართლით და მორალური უპირატესობით. შეუძლებელია ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა გადააქციოს პროვინციულ ფეოდალიზმად, შეუძლებელია ხალხის ნება არ აისახოს 26 ოქტომბერს არჩევნების შედეგებში,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთის მკაცრ პასუხს დიდი დრო არ დასჭირდება
შემდეგი სტატიადაყარეთ იარაღი… წინ დავუდგები რუსებისთვის ნასროლ ტყვიებს – ცეცხლაძე კურსკის ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედროებს