ყველა მათგანს ელის ბრალდებულების სკამი, არანაირი შეღავათი მოღალატეებს არ ექნებათ – პოდოლიაკი

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ხერსონის რეგიონი აუცილებლად განთავისუფლდება რუსული ოკუპაციისგან.

მისი თქმით, მთელი მსოფლიო ხედავს იმ წინააღმდეგობას, რომელიც ქვეყნის სამხრეთით მდებარე უკრაინელებს აქვთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

„2014 წლისგან განსხვავებით, როდესაც ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ პროცენტს ჰქონდა ილუზია, რომ „რუსული სამყარო“ შესაძლებლობები, კარიერა, ფული და სხვა პერსპექტივებია, დღეს აქვს აბსოლუტური აღქმა იმისა, რომ რუსეთი ტოტალური დაცემაა, საკონცენტრაციო ბანაკები, მსოფლიოსადმი სიძულვილი, იზოლაცია, მასობრივი მკვლელობები და ბანდიტობა. შესაბამისად, რუსული თავდასხმისადმი წინააღმდეგობა უკრაინის სამხრეთში ძალიან მძლავრია ყველა დონეზე“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისი თვალყურს ადევნებს რუსი ოკუპანტების ნებისმიერ მოძრაობას ხერსონის ოლქში.

„ჩვენ ვაფიქსირებთ რუსების დანაშაულის სრულ მასშტაბს, ადამიანებზე ძალადობას, მასობრივ გატაცებებს, წამებას სარდაფებში, ქონების მიტაცებას, ფიქციური მართვითი სტრუქტურების შექმნის მცდელობას. ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და ვიცით. ​​ყველა დანაშაული დოკუმენტირებულია და ბოლოს ექნება აბსოლუტურად დამღუპველი სამართლებრივი შედეგები“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, არანაირი შეღავათი მოღალატეებს არ ექნებათ.

„ყველა მათგანს ელის ბრალდებულების სკამი. დღეს ომის ინტენსივობა ისეთია, რომ არანაირი შეღავათი მოღალატეებს არ ექნებათ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თითოეულ კოლაბორაციონისტს ელის უმკაცრესი ბრალდებულების სკამი, შემდგომი დიდი საპატიმრო სასჯელით და ესეც იმ შემთხვევაში თუ ისინი იცოცხლებენ თავიანთ სასამართლომდე და „ჯილდოს“ ახლავე არ მიიღებენ. ჩვენი სპეციალური „დაჯილდოების განყოფილება“ მუშაობს მთელი საათის განმავლობაში. უბრალოდ დაელოდეთ თქვენს რიგს!

დაიმახსოვრეთ მთავარი. ხერსონის რეგიონი უკრაინის მიწაა და მას გაათავისუფლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები, მიუხედავად ახალი სახელებისა თუ იდეების მოფიქრებისა მისი სხვა „რუსულ ბანდიტურ გალაქტიკებთან“ შეერთების მცდელობით. ჩვენ კრემლის ავადმყოფურ იმპერიალისტურ ამბიციებს უფლებას არ მივცემთ, ჩვენს მოქალაქეებს ბედნიერი მომავლის უფლება წაართვან“,- დასძინა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშინოვგოროდ-სევერსკში ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა
შემდეგი სტატიაპუტინისთვის მონანიება რთული იქნება, მასთან ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას ახლა ვერ ვხედავ – ჯონსონი გამოქვეყნდა: 1 წუთის წინ