ყველა კვლევით ჩანს, “ოცნებას” არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი – ბაქარაძე

“ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 37,4% მიიღო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 28,9%, “ევროპულმა საქართველომ” – 10%.

“უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი, ამ შედეგებიდან ჩანს, რომ ქართულ ოცნებას არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

მეორე კი ისაა, რომ ალოკაცია ყველა კვლევაში დიდ ცდომილებას იძლევა.

ბაქრაძის განცხადებით, პარტია არჩევნებზე შემდეგ განცხადებას მხოლოდ ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” დაკვეთით კომპანია ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 5 საათის მონაცემები შემდეგია:

ვის მიეცით ხმა დღევანდელ არცევნებზე :

ქართული ოცნება – 41%
ნაციონალური მოძრაობა 33%
ევროპული საქართველო 5%
ლელო 4%
გირჩი 3%
სტრატეგია აღმაშენებლი 3%
პატრიოტთა ალიანში 2%
მოქალაქეები 1%.

banner
წინა სტატიაშიგავიმარჯვეთ, ახლა მთავარია ოპოზიციის ერთობა – მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლის შემდეგ
შემდეგი სტატიაქართული ოცნება დამარცხებულია, ხელისუფლება შეცვლილია – ნიკა გვარამია