ყველა კვლევა გვაჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს ძალიან – აბესაძე NDI-ს კვლევაზე

NDI-ის გამოკითხვას უკვე მოჰყვა პირველი პოლიტიკური შეფასებები. ფრაქცია “ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის” წევრების აზრით, “ქართულ ოცნებას” სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია, რასაც ბოლო კვლევის შედეგებიც ადასტურებს:

„ქვეყანაში მძიმე პრობლემად რჩება უმუშევრობა, სიღარიბე და შესაბამისად ის ფასების ზრდა, რომელიც ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ძალიან არსწორი, არაკომპეტენტური და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ყველა კვლევა, მათ შორის ეს ბოლო კვლევაც გვაჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს უჭირს ძალიან. უჭირს იმდენად, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი არის წარმოუდგენლად დაბალი, ადამიანების და ოჯახების ძალიან დიდი უმრავლესობა ყოველთვიურად 800 და ნაკლები ლარის შემოსავალზე ცხოვრობს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება გადასახადების გაზრდით თუ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ყოველდღიურად აძვირებს და უძვირებს ადამიანებს ცხოვრებას. ამ ყველაფერს სჭირდება კომპეტენტური მთავრობა, სწორი ეკონომიკური ხედვა, რომელიც ქართულ ოცნებას არ გააჩნია” განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა თბილისში – გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
შემდეგი სტატიალორა თორნტონი: წინა კვლევების მსგავსად, მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური პრობლემები აწუხებს