ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი მოაქვს პარტიისთვის – გოგიჩაიშვილი

“ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს პარტიისთვის,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

გოგიჩაიშვილი იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს, სავარაუდოდ, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

გოგიჩაიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციან სიის შემადგენლობას აპროტესტებს.

„რატომ უნდა მოგინდეს საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს, რომელსაც ძალიან ბევრი დრო გაქვს დარჩენილი, ვთქვათ, გადასვლა, ათავისუფლებენ იმ ადგილს კობახიძისთვის. ეს კითხვებიც არსებობს. ყველა ხვდება, რომ კობახიძე უნდა გადამალოს ივანიშვილმა იმიტომ, რომ ნეგატივის მეტი არაფერი არ მოაქვს პარტიისთვის. გვინდა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად მძიმედ წარიმართოს მათთვის და თითოეული არასწორი გადაწყვეტილება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. თამარ ალანიას გაყვანას უზენაეს სასამართლოში უნდა გადაყვეს “ქართული ოცნება,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144 კაციან სიას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე.

„წინასწარ იყო მცდელობები ამ პროცესის დისკრედიტაციის, ასახელებენ კონკრეტულ გვარებს. პროგნოზები და წინასწარმეტყველებები იყო, რომ მოხვდება მაინც ამ სიაში ეს ადამიანი, ის ადამიანი. როგორც ნახეთ, შემდეგში, იგივე ადამიანებმა თქვეს, რომ ზუსტად ჩვენი დამსახურება არისო, რომ ეს გვარები სიაში აღარ მოხვდნენო. თუ ვისი დამსახურებაა, ამას საზოგადოება კარგად შეაფასებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა
შემდეგი სტატია,,მმართველი უმრავლესობა შეასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რასაც მიიღებს უზენაესი სასამართლოს ფორმირების თაობაზე”