„ყველა ის ერთუჯრედიანი, ვინც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი“

ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის საქართველოს ასლანიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა ის ერთუჯრედიანი, ვინც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი“.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასაც გამოეხმაურა.

„ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე მეცნიერს, სამოქალაქო აქტივისტ ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ სხვა ადამიანებს პატიმრობა მიუსაჯეს სრულიად მოგონილი, არაფრის მთქმელი ბრალდებით და გასაგებია, რასაც აკეთებს ივანიშვილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდების პროცესი ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა, მთლიანად პოლიტიკური სისტემის, ქვეყნის რეიდერობა და ქართველების ცხოვრების, ქვეყნის ერთადერთ რეიდერად ქცევა.

ხშირად საუბარია იმაზე, რომ ის არის პუტინიზაციის გზაზე, მაგრამ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველო არის სხვა მენტალიტეტის ქვეყანა, სხვა ღირსებისა და სხვა ეკონომიკის ქვეყანა, ის არ დგას ნავთობსა და გაზზე. საქართველოში არ არის საშუალება დიქტატურის დამყარების. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ, ვერ მოხდება საქართველოში ვერც პუტინიზაცია, ვერც ბელარუსიზაცია. რასაც რეალურად აკეთებს, არის საქართველოს ასლანიზაცია. ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს ივანიშვილი, არის ასლან აბაშიძე. აბაშიძე ასევე „ბეზპრეძელშიკობდა“, ზუსტად ასევე მარიაჟობდა, ყველას იჭერდა და ყველას სცემდა იმ მომენტამდე, სანამ არ გაიქცა. ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს. ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ. ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან ადამიანს, რომელიც თან წაიღებს თქვენგან მოპარულ მრავალ მილიარდს. მას აქვს ძალიან დიდი მზაკვრული გეგმები საქართველოს მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც მისი გაქცევის მომენტი დადგება, ამის საშუალება არ მიეცეს. ეს მომენტი ძალიან მალე დადგება. ამასობაში შეეცდება სხვების დაჭერას, სიტუაციის კიდევ უფრო მეტად არევას, მეტი რაღა ქნას. ბოლომდე ჩამოშალეს ეკონომიკა, იძახიან, რომ მიტინგების გამოო.

ჩემს დროს რუსეთის დავალებით რამდენ მიტინგს გვიწყობდნენ, რა უბედურებები არ ხდებოდა და ეკონომიკა, ერთიანი ეროვნული პროდუქტი 400 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტი გაიზარდა თითქმის 12-ჯერ. ვალუტის კურსი იყო 2-ჯერ უფრო მყარი, ვიდრე დღეს, ომის შემდეგ, რუსეთის შემოჭრის შემდეგ გამყარდა ვალუტის კურსი. მე გახსენებთ უბრალოდ ფაქტებს. ჩემს დროს 9-დან რვა წელიწადი იყო პოზიტიური ბალანსი, მეტი ხალხი ბრუნდებოდა ქვეყანაში, ვიდრე მიდიოდა. ყველა ის ერთუჯრედიანი, ვინც ტოლობის ნიშანს აყენებს სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არის უბრალოდ ივანიშვილის მთავარი მოკავშირე და სასარგებლო იდიოტი. როგორც ცა და დედამიწა განსხვავდება იმისგან, რაც იყო და რაც არის ივანიშვილი. მაგრამ მომავალში ის კი არ უნდა დაბრუნდეს, რაც იყო, სულ სხვა რაღაც უნდა შეიქმნას. ეს მომავალი მოვა ძალიან მალე. ახლა ჩვენ სულ მუდმივად უნდა გვყავდეს პრესინგის ქვეშ, მუდმივად უნდა ვურტყამდეთ და ვუქმნიდეთ პრობლემებს ყველა მხრიდან. უნდა მოვიდეს ახალი ხალხი პოლიტიკაში, ახალგაზრდობა, სწრაფი გადამზადების კურსი უნდა გაიარონ, მათ შორის საუკეთესო მსოფლიო მაგალითების შესწავლით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ხდება უკვე. ქართველ ხალხს გვაქვს ზუსტი გეგმა, რადგან ივანიშვილმა დააჩქარა მოვლენები, ჩვენც დავუძაბამთ, დავუჩქარებთ და დავასრულებთ. ამისთვის საჭიროა, ყოველგვარი ზედმეტი პანიკის გარეშე კონსოლიდაცია.

მინდა ვუთხრა, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მქონდა ყოველთვის. ის გამოიყენეს ჩემ წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მისაცემად, მისი პირადი განწყობების გამო, მაგრამ ახლა ის არის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლი. აქამდე, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ლორთქიფანიძეს რომ დაიჭერ, ეს ნიშნავს, რომ თავზე ხელი აიღეო ისევე, როგორც აჭარაში უზენაესი საბჭოს წევრის, ბაგრატიონის დაჭერა სცადეს, ძალიან სოლიდური და კარგი ადამიანის. ბორია, შენ გგონია, რომ ეს ყველაფერი ხიხო გაგივა? მოემზადე, მაგრამ რაც არ უნდა ჩემოდანი ჩაალაგო, მაგ ჩემოდნებს დაგატოვებინებ და არც ქართველი ხალხი გაგიშვებს ქვეყნიდან. ასლანი გავუშვით. შენ ასლანის გზას ისე ადგახარ, ისე ჰგავხარ გარეგნულადაც, მანერებითაც, რომ ისე კარგად ვერ დაასრულებ, როგორც ასლანი. თუ ახლავე არ შეწყვეტ ამ ყველაფერს, რასაც აკეთებ. ეს არ არის მუქარა, ეს არის ობიექტური რეალობა. ქართველი ხალხი არის ღირსების მატარებელი ერი, რომელიც არ აპირებს, მოითმინოს ის, რასაც ახლა შენ ჩადიხარ. ჩვეულებრივ ძალადობას ახორციელებ ქართველის ბუნებაში. მენტალურად ხარ რუსი, საერთოდ არ გესმის, რას ნიშნავს საქართველო და საქართველოს განწყობა, მისი თვისებები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვეყანაში ავტოკრატიული მმართველობის სიმპტომები გაჩნდა
შემდეგი სტატიათუშეთში მაშველებმა ავტოავარიისას ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს