15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

“ყველა იბანს ხელს და პასუხისმგებლობას გახარიას ჰკიდებს”-ბერდია სიჭინავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბრალი მისივე ყოფილმა თანაგუნდელებმა დაუმძიმეს, რომლებმაც სასამართლოს წინაშე ჩვენებები მისცეს. მათ პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ და სასამართლოს შენობა მანდატურებისა და დაცვის სამსახურის დახმარებით დატოვეს.

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მოწმეთა ჩვენებებმა პრაქტიკულად გამოააშკარავა იმ უწყებათა პასუხისმგებლობა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი:

 „ყველა იბანს დღეს ხელს და პასუხისმგებლობას თავიდან-ბოლომდე ჰკიდებენ გახარიას. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ“, — აღნიშნა ადვოკატმა.

ბერდია სიჭინავას განმარტებით, დღეს დაკითხული ყველა პირი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იყო.

„თუ ისინი ხედავდნენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო ჩორჩანა და არსებობდა გამოწვევები, მათ ჰქონდათ ვალდებულება, ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესაბამისად მოეწვიათ სხდომა, რაც არ გაუკეთებიათ“, — განაცხადა სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა- არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაპროკურორი: სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საგუშაგო გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა