„ყველა გვემუქრება, პოლიცია ჩვენია, ივანიშვილი, ჩვენია, ფეხებს მოგვჭამთ თქვენო” – ოზურგეთში ივანიშვილის ხეების გადატანას აპროტესტებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. ისინი ქობულეთიდან შეკვეთილის მიმართულებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების გადატანას აპროტესტებენ და იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომლებიც მათ ხეების ტრანსპორტირების დროს ექმნებათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მძღოლები, რომლებსაც სატვირთო მანქანებით ივანიშვილის რეზიდენციაში ხეები გადააქვთ, ემუქრებიან:
„ახალი ხე მოჭრა კაცმა, რომ მისი ნაძვი და კიპარისები წაიღოს, შუქს გვითიშავენ, მანქანები არ გვაძინებენ. ყველა გვემუქრება, პოლიცია ჩვენია, ივანიშვილი, ჩვენია, ფეხებს მოგვჭამთ თქვენო და ჩვენ ვისი ვართ? სად წავიდეთ?“- აცხადებს ერთ ერთი ადგილობრივი.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში ათასობით ბავშვი გაქრა
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა