ყველა ევროპული პარტია შეთანხმებულია, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე “ქართულ ოცნებას” აქვს – ბეჟაშვილი

რიგგარეშე სესიის მოწვევა იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომ გვქონდეს მოტივაცია, დავსხდეთ „ქართულ ოცნებასთან“ და განვიხილოთ საკითხები, რაც როგორც რიგგარეშე სესიის დღის წესრიგშია განსაზღვრული, ასევე შემდგომ 12 პუნქტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც ერთობლივი გადაწყვეტილებები მიგვეღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის”დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს, რომ პარტნიორები ამ პროცესში მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ, რათა მან გადადგას შემხვედრი ნაბიჯები სამოქალაქო სექტორისა და ოპიზიციის მიმართ.

“უკვე მერამდენედ ჩვენი ევროპელი პარტნიორები აცხადებენ ცალსახად, რომ ამ პროცესში, რასაც ჰქვია კანდოდტის სტატუსის მიღება, მთავარი პასუხისმგებელი არის “ქართული ოცნება”, როგორც ხელისუფლება და მათ უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის მიმართ, რომ მთავარი ამოცანა იყოს 12 პუნქტის დაუყოვნებლივ შესრულება. ამის საწინააღმდეგოდ ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო გაამძაფრა რიტორიკა ევროპარლამენტარებთან მიმართებით, ანტიდასავლური რიტორიკა გაჩნდა მათ საუბრებში, რაც მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” მოწადინებული არ არის ყველაფერი გააკეთოს სტატუსის მისაღებად.

თავის დროზეც, ევროპარლამენტის რეზოლუციაც, როგორც ევროპის სახალხო პარტიის, ასევე ევროპის სოციალისტური პარტიის წარმომადგენელთა მხარდაჭერით იქნა მიღებული, რომელიც “ქართული ოცნების” დედა პარტიად მოიაზრება. ყველა ევროპული პარტია შეთანხმებულია, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე აქვს “ქართულ ოცნებას”, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაჭირდება 12 პუნქტის შესრულება,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.

წინა სტატიაშიმოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორია, ვინაიდან, უცხოელმა ექსპერტებმა მოგვთხოვეს – ადვოკატი
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ „დონეცკის რესპუბლიკა“ აღიარა