27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“ყველა დარღვევაზე ბრიფინგი გასამხედროებული სახელმწიფოს რეალობაა” — ნინო წილოსანი

დიდი ბრიტანეთის მიერ სამი ქართული კომპანიის დასანქცირების საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი. მისი მტკიცებით, ლონდონმა აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაცია სწორედ ქართული საგამოძიებო უწყებებისგან მიიღო.

წილოსანის განცხადებით, დასანქცირებული სუბიექტები კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებში იყვნენ ჩართულები და რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ, რაზეც ქართულმა მხარემ რეაგირება მოახდინა.

„დიდმა ბრიტანეთმა მოაყოლა საპასუხო რეაქცია იმას, რაზეც ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა და შესაბამისმა ინსტიტუციებმა, ამ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა კარგად იმუშავა“, — აცხადებს წილოსანი.

კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საზოგადოება წინასწარ ინფორმირებული ამ მასშტაბის სისხლის სამართლის საქმის შესახებ, დეპუტატმა უპასუხა, რომ ყველა მსგავს შემთხვევაზე საჯარო განცხადებების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის:

„ყველა სამართალდარღვევაზე რომ ბრიფინგი ჩატარდეს, ეს იქნება გასამხედროებული სახელმწიფოს რაღაცა რეალობა. ყველა სისხლის სამართლის საქმე არ მგონია, რომ ასე სადმე ქვეყნდებოდეს“, — განაცხადა ნინო წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაბრიტანეთის საელჩო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში რეგისტრირებული იმ სამი კომპანიის შესახებ, რომელიც სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა