„ყველა დაპირება არის ტყუილი. მთავარია, ეკონომიკური ზრდა, რაც არ შეიმჩნევა“

პენსიის ზრდას 20 ლარით გამოეხმაურნენ თავისფაული დემოკრატებიც. პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს სოციალური ვალდებულებები, აუცილებელია ეკონომიკური ზრდა, რაზეც უნდა იზრუნოს მთავრობამ.

„ყველაფერი, რაზეც დღეს მიდის საუბარი ზოგი ითხოვს მეტს, ზოგი ითხოვს ნაკლებს, გაზრდას. ეს არის ტყუილი საუბარი, თუ არ გაიზარდა ეკონომიკა. ეკონომიკის ზრდა არ შეიმჩნევა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ეს არის ისეთივე ტყუილი დაპირებები, როგორიც იყო აქამდე, ეს იქნება მოკლე დროით, მთავარი, რასაც თავისუფალი დემოკრატები ვამბობთ, არის შემდეგი, რომ ეკონომიკის გაზრდით პენსიასაც გაზრდი, განათლებაშიც ჩადებ ფულს, ჯანდაცვაშიც ჩადებ ფულს და საჰაერო თავდაცვაშიც“, – აღნიშნა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენმა აქტივობამ გამოიღო შედეგი“, – დავით ბაქრაძე პენსიების ზრდაზე
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი მედიას მიმართავს