ყველა ჩვენი ქმედება და სიტყვა არის ყალბი, რადგან ბოლომდე მაინც ვერ ვიგებთ რას განიცდის მამა

ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აღნიშნავს, რომ ზაზა სარალიძს ტრაგედია ყველა იმ ადამიანის ბიოგრაფიის ნაწილი გახდება, რომელიც ამ საქმეს ცინიზმით უდგება და თანაგრძნობას არ იჩენს.

„თანაგრძნობა შეიძლება მოიპოვო, მაგრამ არ შეიძლება მოითხოვოო. ერთ პროფესორ ქალბატონს დაუწერია ზაზა სარალიძეზე. ნუ ამ ქალს, რატომღაც მგონია, არასდროს, არასდროს არც არავინ ჰყვარებია და არც არავის მიმართ ჰქონია თანაგრძნობა.

მისი სტატუსი მიჩვენა მეგობარმა და ძალიან მომინდა რამე დამეწერა – დავიწყე, წავშალე, დავიწყე, წავშალე! აზრი არა აქვს!.. თანაგრძნობა, ეს, მე თუ მკითხავ, მთავარი ადამიანური აქტი, განადგურებულია საქართველოში.

დღეს ეს კაცი, ისე როგორც არასდროს, არის მარტო.

ყველა ჩვენი ქმედება და სიტყვა არის ყალბი, რადგან ბოლომდე მაინც ვერ ვიგებთ რას განიცდის მამა, რომელსაც ამდენი ხანი იმედი ჰქონდა, რომ გულწრფელად დაეხმარებოდნენ და მხარში ამოუდგებოდნენ,

თანაგრძნობის ასეთი კატასტროფული დეფიციტის ფონზე მით უფრო შემზარავია საქართველოს ხელისუფლების და განსაკუთრებით მისი მხარდამჭერების ცინიზმი.

ამ კაცის ტრაგედია, იცოდეთ, ყოველი თქვენგანის ბიოგრაფიის ნაწილი გახდება და გაგიჭირდებათ ტვირთის ტარება…“

გოგი გვახარია

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: ხელისუფლებამ შიში დაკარგა და გათავხედდა!
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში ქუჩები დაიტბორა