ყველა ჩანაწერთან, ყველა განცხადებასთან დაკავშირებით დეტალურად უნდა მოხდეს გამოძიების წარმოება

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

თუმცა, მდინარაძე განმარტავს, რომ ბიზნესმენმა სახელმწიფოს წინაშე არსებული ფინანსური დავალიანების აცილების მიზნით ტელევიზია არ უნდა „აიფაროს“.

„წარმოდგენა არ მაქვს ეს კაცი რაზე ლაპარაკობს. ნამდვილად ვიცი ერთი რამ, რომ თუ კითხვის ნიშანი სადმე არის რაიმე საკითხთან დაკავშირებით, ამაზე გამოძიება დაწყებულია ყველა ჩანაწერთან, ყველა განცხადებასთან დაკავშირებით დეტალურად უნდა მოხდეს გამოძიების წარმოება და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როდესაც გადასახადებზეა საუბარი, რომელიმე ადამიანმა ამოიფაროს საკუთარ მფლობელობაში არსებული ტელევიზია და არ გადაიხადოს გადასახადები,“ – განაცხადა მდინარაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=NOSsc8oQ62I&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში,,მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს”
შემდეგი სტატიაკარგად დამაკვირდით, ისიც ვიცი, რომ გესიზმრებით, უკვე ისე ხართ აკანკალებული – ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას მიმართავს