მიხეილ სააკაშვილი: ყველა ავტოკრატი ერთნაირად მოქმედებს და ერთნაირად დაამთავრებ

მთავარი გზავნილი წამყვანი ევროპელი პარლამენტარების იყო ერთი – არ დანებდეთ!
ამაზე იქნება ასევე დამოკიდებული არჩევნების არაღიარების პროცესი. ასევე გუშინ შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მისი პოლიტიკური ფორმირება მოხდა ქართველების მიერ 2008 წელს გაწეული გმირული წინააღმდეგობის ფონზე.
პოლონეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტმა მიხალ კამინსკიმ ასევე გაიხსენა 2008 წელს პრეზიდენტ კაჩინსკის ჩამოსვლა თბილისში, მე კი “საქართველოს დიდი პრეზიდენტი” მიწოდა და მოითხოვა ჩემი გათავისუფლება.
ამ ყველაფერმა მე გამახსენა 2013 წლის ნოემბერი, როდესაც კიევში ასევე ჩამოვიდა ევროპელი პარლამენტარების დელეგაცია, რომელსაც მეც შევუერთდი. საპროტესტო გამოსვლები იანუკოვიჩის მიერ ევროპისადმი ზურგის შექცევის გამო სამი კვირის დაწყებული იყო, ქუჩაში ჯერ კიდევ არ იყო ძალიან ბევრი ხალხი გამოსული, მაშინაც ჩვენ მივმართეთ ხალხს არ დანებებულიყვნენ და არც დანებდნენ.
რაც უფრო მეტს აიგორებდა მათ მთავრობა (რომელიც პარალელურად რეპრესიულ კანონებს იღებდა რადაში) მით მეტად ბრაზდებოდა ხალხი და ბოლოს იანუკოვიჩს მოუხდა გაქცევა. კი იძახის არ ვარ იანუკოვიჩიო, მაგრამ ერთი ერთზე იმეორებს მის საქციელს.
სხვათა შორის იანუკოვიჩსაც თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი იულია ტიმოშენკო მოგონილი ბრალდებებით ჰყავდა გამომწყვდეული ციხის საავადმყოფოში. ყველა ავტოკრატი ერთნაირად მოქმედებს და ერთნაირად დაამთავრებს,-წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაიკ უოლცი, რომელიც 2020-ში ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა, ტრამპის მრჩეველი იქნება
შემდეგი სტატიასასამართლოს გუშაგი: ნოემბერში მოსამართლეები დანამატად ჯამურად ნახევარ მლნ-ზე მეტს მიიღებენ