„ყველა არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს“ – ჩუგოშვილი პომპეოს უმკაცრეს შეფასებებზე

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მზად არიან, გააგრძელონ ის რეფორმები, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიუთითებს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები უკავშირდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას. აუცილებელია, რომ ყველა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს და ამას ხაზგასმა არ სჭირდება. ისედაც ნათელი და მკაფიოა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად საქართველოს შიდა საკითხებზე არის აქცენტი გაკეთებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ყურადღება არის მაღალი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ, რაც არის ძალიან კარგი და სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ყურადღება გვჭირდება. შიდა თემებში, მათ შორის, შიდა მიმდინარე რეფორმებში რაც უფრო უკეთ იქნება გათვითცნობიერებული მაღალი თანამდებობის პირები აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის, ამას შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პომპეოს მდივნის განცხადებებში საუბარია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად, დასრულდეს ანაკლიის პორტის პროექტი და იყოს თავისუფალი სასამართლო.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 1 ივლისს დაიწყება
შემდეგი სტატიაპარლამენტში და ჩვენს პოლიტიკაში, დამკვიდრებულია დაბალი პოლიტიკური კულტურა – დოლიძე