,,ყველა აქტივობა მიმართულია იქეთ, რომ თბილისი კიდევ უფრო აქტიური და მეგობრული ქალაქი გახდეს”

დედაქალაქის ცხოვრებაში ეს ერთი წელი ნამდვილად ძალიან წარმატებული იყო, თუმცა კიდევ ბევრი პროექტი, ბევრი გეგმა არსებობს სხვადასხვა მიმართულებით, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

„ბევრი კარგი და მოსახლეობისთვის საჭირო პროექტი განხორციელდა მიმდინარე წელს თბილისში, ესაა როგორც მწვანე სივრცეების შექმნა, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა, დიდი და მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები. რაც მთავარია, ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ თბილისი კიდევ უფრო აქტიური და მეგობრული ქალაქი გახდეს ახალგაზრდებისა და ყველა თაობის ადამიანისთვის, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის განცხადებით, გარკვეული კატეგორიის პირთა ხელფასების მომატებაზე მერიას ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციები ექნება
შემდეგი სტატია,,დარწმუნებული ვარ, როგორც კი საექსტრადიციო პროცედურები დასრულდება, მეგის ქარდავა გადმოეცემა ჩვენს ქვეყანას”