ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში შემოვა, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ – ჩიქოვანი

admin
ავტ.: admin მარტი 20, 2020 12:45

ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში შემოვა, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ – ჩიქოვანი

ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში შემოვა, საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა თქვა და აღნიშნა, რომ არ ექნება მნიშვნელობა, საქართველოში მოქალაქეები რომელი ქვეყნიდან შემოვლენ.

“ისინი იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამ რელობიდან გამომდინარე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს, ლარსთან, წითელ ხიდთან და სარფთან მოეწყობა დამატებითი საკარანტინო ზონები, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება” – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ან მათ უშუალო ოჯახის წევრებს აქვთ.

admin
ავტ.: admin მარტი 20, 2020 12:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics