„ხვედელიძეზე თავდასხმაში ხელისუფლების ჩართულობას გამოვრიცხავ“ – ჯეჯელავა

საქართველოს მთავრობაში შს მინისტრის ყოფილ მოადგილზე თავდასხმასთან მიმართებით კომენტარებს აკეტებენ. ალექსანდრე ჯეჯელავა გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში პოლიტიკური შურისძიების ნიშნებს გამორიცხავს:

„ძალადობა ამაზრზენია და ამას გამართლება არ აქვს. რაც შეეხება ხელისუფლების ჩართულობას, ამას გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ოპონენტების სტილია, რომ თვითონ რასაც აკეთებდნენ და რა მეთოდებითაც მოქმედებდნენ დააბრალონ დღევანდელ ხელისუფლებას,“-აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს გუშინ თავს დაესხნენ, ხვედელიძე სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 117 მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან სადებატო არაფერი არ გვაქვს მთავრობას-კახა კალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა