,,ხვედელიძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჟურანლისტებთან შეხედრას გეგმავს”

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა2013 წელს ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების საქმესთან დაკაშირებით გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე  სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

“გიორგი ფარესიშვილის საქმეზე არანაირი განმარტებები არ არსებობს. მე მოვიტანე ძალიან სკანდალური დოკუმენტები, რომლის თანახმად, ბრალდებას ამ შემთხვევაში ჰყავდა ერთადერთი ცრუ მოწმე, ეს გახლავთ ირაკლი გელიტაშვილი. 15-მდე სასამართლო პროცესი ჩატარდა, ნახევარზე არ გამოცხადდა პროკურორი, დავით ჩხენკელი, რომელიც ამ საქმეში ბრალდებას წარმოადგენდა. არ მოიწვიეს გიორგი ფარესიშვილი და არც სხვა მოწმეები.  მე მაქვს ერთადერთი ჩანაწერი, ერთადერთი ღია სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი. ეს აუდიოჩანაწერი წლების განმავლობაში ჩემთან ინახებოდა, სადაც მოსამართლის კითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განაცხადა, რომ ის არ ცნობს ამ საქმეში თავს დამნაშავედ,“ – განაცხადა კილაძემ.

ამასთან, კილაძემ ისაუბრა იმაზე, რომ ფარესიშვილის კადრების გავრცელებაში ხვედელიძეს ბრალი არ მიუძღვის და ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული. მისივე თქმით პირდაპირი კავშირი შეიძლება, არსებობდეს გიორგი ფარესაშვილის კადრების გავრცელებასა და დღეს გავრცელებულ კადრებს შორის. ხვედელიძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჟურანლისტებთან შეხედრას გეგმავს.

https://www.youtube.com/watch?v=NIf7bfTH0oA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიტრაგედიის ადგილზე კალაშნიკოვი იქნა ნაპოვნი – ჩიორა თაქთაქიშვილი
შემდეგი სტატია,,სხვადასხვა ფასად შესაძლებელია პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესყიდვა”