პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შეაფასა. დეპუტატის თქმით, დარბაზში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი რეჟიმის კიდევ ერთი დასტურია.
„ამით დასტურდება „ოცნების“ მოძალადეობრივი რეჟიმის არსებობა ჩვენ ქვეყანაში. საკუთარი რაოდენობრივი უპირატესობით, ასეთ ქმედებას მიმართეს… მეტნი არიან და სპორტსმენებიც არიან მათ რიგებში, რა თქმა უნდა, მივიღებდით დაზიანებას“,_ ამბობს ხვედელიანი.
ხვედელიანმა პრემიერ-მინისტრი კრიტიკული კითხვებისადმი არაკომპეტენტურობაში და დემაგოგიაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათი გუნდი მომხდარს არ გაატარებს და ოპონენტებს მუდმივად მიუთითებს მათ მიერ ჩადენილ ძალადობასა და კორუფციულ ქმედებებზე.
















