ყვავებს გამოეყვნენ ქორები – გოცირიძე “ოცნებიდან” წასულებზე

“ხატოვნად, რომ ვთქვათ, ყვავებს გამოეყვნენ ქორები. უფრო აგრესიულები, ესენი იქნებიან ბიძინა ივანიშვილის ხმა პარლამენტში, უფრო კარგად გავიგებთ, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და უფრო რაც მეტს გავიგებთ, როგორც ჩვენ ისე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მით უფრო მეტად ჩამოიხსნის ბიძინა ივანიშვილი ნიღაბს და მით უფრო მეტად დააჩქარებს მისი დასანქცირების პროცესს. ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი აგრესიული სახე გამოავლინა ამ ადამიანების სახე-ფორმით და თუ მას ჰგონია, რომ ამით კარგს აკეთებს აი ვნახავთ ჩვენ”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე , მმართველი პარტიიდან სამი დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას.

banner
წინა სტატიაშინატო-ს ღია კარის პოლიტიკა არ უნდა გვახსენებდეს მეტროს ტურნიკეტებს, რომელიც მიახლოებისას იკეტება, ვიდრე არ გადაიხდი, ნუთუ უკრაინამ საკმარისად არ გადაიხადა? – ზელენსკი
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა