ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე ჰექტარზე ვენახს ცეცხლი გაუჩნდა

ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში რამდენიმე ჰექტარზე ვენახს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ , ცეცხლი ვენახებში ბალახს ეკიდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის მონაცემებით, განადგურებულია 5 ჰექტრამდე ვენახი და თხილის პლანტაციები.
უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო ბრიგადები.

banner
წინა სტატიაშიმოზარდი თაობის ფიზიკური გააქტიურების ხელშეწყობისთვის ქუჩებში “კლასობანას” ხატვა დაიწყო
შემდეგი სტატიათურქეთის სამხრეთ-დასავლეთში უმსხვილესი ქალაქის აეროპორტს რაკეტები დაუშინეს