ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ შილდაში იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა კაცი სოფელში ფეხით გადაადგილდებოდა.

მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯა და მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს
შემდეგი სტატიაკირკიტაძე – იქნება საკმაოდ მწვავე პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, ქართველ ხალხს დაუბრუნოს ხელისუფლება