ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს

კახეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს.

არსებული ცნობებით, 51 წლის კაცმა საკუთარ სახლში მყოფ მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მოკლული და სავარაუდო ბრალდებული მეგობრები იყვნენ. ერთ-ერთი ვერსიით, მოტივად ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108 – განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: “აშშ-მა ვენესუელა, შესაძლოა, წლების განმავლობაში მართოს”
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო “ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ შეძენილი აქვთ დასახელებული პარტიებიდან პროდუქტი, არ გამოიყენონ