ყვარლის მერი:ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც ყვარელში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში.

„სამართალდამცავები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით ვინაობა დადგენილი არ არის. ყველა სამართალდამცველი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რამდენი მოქალაქე და რამდენი თანამშრომელია ადგილზე. სამართალდამცავები ცდილობენ, რომ კომუნიკაცია შედგეს“,-განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბანკში შეჭრილი თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს
შემდეგი სტატიაზუგდიდში გახარიას პარტია პროპორციული სიის წევრმა დატოვა