ყვარელში, „საქართველოს ბანკის” ფილიალში მძევლად აყვანილი მომხდარის დეტალებს იხსენებს

ყვარელში, „საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი იოსებ სამხარაული მომხდარის დეტალებს იხსენებს. როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველად თავდამსხმელს სათვალე და პირბადე ეკეთა, მოქალაქეებს კი 112-ში დარეკვასა და თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვდა.

„აგრესიით არ გამოირჩეოდა. უბრალოდ ითხოვდა, რომ დაგვერეკა 112-ში და გვეთქვა რაც მოხდა, რომ მძევლები ჰყავს აყვანილი და თავის მოთხოვნას შემდეგ წამოაყენებდა. შემდეგ წამოაყენა თავის მოთხოვნა ფულთან დაკავშირებით, ნახევარ მილიონ დოლარს, ნახევარ მილიონ ლარს და ასევე, უსაფრთხო გასვლას ითხოვდა. რომ შემოვიდა, შავი სათვალე და შავი პირბადე ეკეთა, ფაქტობივად, სახე არ ჩანდა. შემდეგ ნიღაბიც გაიკეთა. აგრესიული არ იყო და ყველას ყველაფრის უფლებას აძლევდა. რაც შეეხება მძევლების გათავისუფლებას, მას შემდეგ რაც კომუნიკაციაზე წამოვიდა სამხარეო პოლიციის უფროსი, ის სთხოვდა, ემუდარებოდა და ეუბნებოდა, რომ გამოეჩინა გულისხმიერება და მან ქალბატონები ეტაპობრივად გაათავისუფლა“, – აცხადებს იოსებ სამხარაული.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი – მურსაკულოვმა 2020 წელს ადამიანი დაჭრა, შეეშინდათ და არ უჩივლეს, რადგან “ოცნების” აქტივისტი იყო
შემდეგი სტატიახაბეიშვილი – რას იღრიჭებოდა შს მინისტრი, მართლა საღ ჭკუაზე თუ არიან?