13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ყვარელში მოსწავლეებით სავსე სამარშრუტო ტაქსი ავარიაში მოყვა — დაშავებულია რამდენიმე ბავშვი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის შესასვლელთან, ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მიკროავტობუსს სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, სამი ბავშვი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდა განათლების სამინისტროს. ადგილზე მუშაობდნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: შეწყვიტეთ მოთქმა, ქოთქოთი და იფიქრეთ იმაზე, მე რომ თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი: “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლის თავზე მივიღეთ აბსოლუტური კოშმარი