ყვარელში ხანძრის შედეგად დაღუპული 12 წლის ბავშვის დედა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა

ყვარელში რამდენიმე დღის წინ, საცხოვრებელი სახლის ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სოფელ გრემში, 12 წლის გარდაცვლილი ბავშვის დედა დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში 26 ნოემბერს მოხდა. სოფელ გრემში საცხოვრებელ სახლში ხანძრის დროს 12 წლის ბავშვი დაიწვა, დედა და ოჯახის კიდევ ერთი წევრი კი სხეულის დამწვრობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებულნი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“სხვის შვილებს თუ შეუძლიათ, გოგაშვილის შვილსაც აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი”
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები- ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ