,,ხვალინდელი საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 18:46

,,ხვალინდელი საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია”

მნიშვნელოვანი

  • როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის შესახებ არა ამბიციური ზრახვა, არამედ საქმეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა.

სხვა სტატიები

ხვალინდელი საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ხონში ამომრჩეველს შეხვდა.

ზურაბიშვილი ხონში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიასა და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან ერთად ჩავიდა.

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის შესახებ არა ამბიციური ზრახვა, არამედ საქმეზე ორიენტირებული გადაწყვეტილებაა.

„ვიცი, რომ ეს საქმე რთული იქნება, რადგან ქვეყანაში რთული სოციალური ფონია. მოვიარე ყველა რეგიონი და ვიცი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ჩემი დღევანდელი კამპანია დაიწყო იმერეთიდან. ხვალინდელი საქართველოს განვითარების ადა სტაბილურობის გასაღები რეგიონებშია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიგრაცია გაგრძელდება. ეს არის ეკონომიკური ემიგრაცია, რომელიც ქვეყანას საუკეთესო შვილებისგან ცლის. არ ვიცი ქვეყანა, რომელიც რეგიონების გარეშე არის ცოცხალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რეგიონს აცოცხლებს ეკონომიკა და კულტურა.

„ვსაუბრობთ ევროპაზე და გეტყვით, რომ ევროპა არის ხონი. აქ მოსვლამდე შევხვდი ქალთა კლუბის წევრებს და მივხვდი, ეს არის ევროპა, როცა პატარა ქალაქში ცხოვრობს კულტურა. ეკონომიკა და კულტურა აცოცხლებს რეგიონს.

„ჩვენ ევროპელები ვიყავით, საქართველოს ყველა ნაწილი იყო განვითარებული, შემდეგ საბჭოთა კავშირმა მოგვახვია თავს თავისი ცენტრალიზაცია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 14, 2018 18:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics