ხვალიდან ტაქსის მძღოლები მანქანის გადაღებვისა და ქიმიური წმენდისთვის საჭირო ვაუჩერებს მიიღებენ

რეგულაცია ტაქსის მძღოლებისთვის- ხვალიდან ისინი ორი სახის ვაუჩერს მიიღებენ. გადაეცემათ.ერთი ვაუჩერი იქნება ავტომობილის სალონის ქიმიური წმენდის, მეორე კი, სატრანსპორტო საშუალების გადაღებვის.

„პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება ამ მნიშვნელოვან რეფორმაზე. ერთი არის – მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა მანქანა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს და მეორე არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, უკვე მიუვიდათ შეტყობინებები და ეს პროცესი გრძელდება. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერების მისაღებად და ასევე ის თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, სათანადო ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე taxitbilisi.gov.ge და შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირი შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია ამ რეფორმაზე. ასე, რომ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მისი გავლიდან ორი კვირის განმავლობაში მიმართავენ შესაბამის მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრობლემა ის კი არ არის, კარასინი რას იტყვის, არამედ ის, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერები შეხვედრებზე საქართველოს თემას არ ეხებიან
შემდეგი სტატია1-2 მარტს ისტერნ პრომოუშენსი და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ლეგენდარულ ჯაზ გიტარისტ პეტ მეთინის!