ხვალიდან ქვეყანაში სწრაფი ტესტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება

ხვალიდან ქვეყანაში სწრაფი ტესტი უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტესტების შემოტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.

„ხვალ ველოდებით საქართველოში ტესტების შემოტანას. ოთხშაბათიდან უკვე შეგვეძლება დავიწყოთ სწრაფი ტესტირება. ტესტების შემოტანა მოხდება რამდენიმე ეტაპად. ჯერ ველოდებით ხვალ, შემდეგ ველოდებით 27-ში და ასევე არის გადანაწილებული 5 მარტისთვის . რაოდენობა არის საკმარისი, რათა მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია: ტაქსის მძღოლებს მგზავრი გვერდით არ უნდა ეჯდეს, ავტომანქანის ფანჯრები კი ღია უნდა იყოს
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე: მარნეულელ დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი პრაქტიკულად დადგენილია