ხვალიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ 13 მაისიდან შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ვიზიტორებთან ერთად, პარლამენტში შესვლა ისევ შეეზღუდებათ ონლაინ მედიის ჟურნალისტებსაც.

“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა
შემდეგი სტატიაამოცანა გვეკითხება – რამდენი ადამიანი ეტევა 9 ათას კვადრატულზე ? აბა მარტივი IQ ტესტი – წილოსანი