ხვალიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან

ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.

მისივე თქმით, ეს რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება.

„ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს რის 20 ლარი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, მაგრამ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ წესები