ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა, გაწერაზე ჯერ ადრეა საუბარი – ხოშტარიას ექიმი

“გაწერაზე ჯერ ალბათ ადრეა საუბარი, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გვაქვს ისევ მოსალოდნელი რისკების იმისა, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები” – ამბობს ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, ნინო ქანთარია.

ექიმის თქმით, ხოშტარიას მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება:

ჯერჯერობით საკვებზე არ გადასულა, ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით, საჭიროების მიხედვით ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. გაწერაზე ჯერ ალბათ ადრეა საუბარი, იმიტომ რომ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გვაქვს ისევ მოსალოდნელი რისკების იმისა, რომ განვითარდეს კვების აღდგენის პროცესთან დაკავშირებული გართულებები როგორც ელექტროლიტური ასევე სხვა გართულებები. მას შემდეგ რაც საკვების მიღება იქნება გართულებების გარეშე შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ გაწერაზე. – ამბობს ნინო ქანთარია

banner
წინა სტატიაშიცალკე ტრაგედიაა ის, რომ ზურაბიშვილი შეიძლება ვინმეს სჯობდეს – კაპანაძე აშშ-ში ვიზიტზე
შემდეგი სტატიაგორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩაწერის კანონიერების შესასწავლად, ომბუდსმენმა ინსპექტორის სამსახურს მიმართა