ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული სეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე რაიონებში.

თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში5 მაისიდან სამშენებლო კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ
შემდეგი სტატიაავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა 5 მაისიდან ნებადართული იქნება