“ხვალ უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არსად წასულა” – გიორგი სავანელი

უფრო გაძლიერებულები ვართ, მიუხედავად ამ უსამართლო 5-დღიანი პატიმრობისა და ტყვეობისა, – ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი სავანელმა იზოლატორის დატოვების შემდეგ, გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

მან საზოგადოებას ხვალინდელ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “სწორედ ხვალ უნდა აჩვენონ ყველას, რომ ეს პროტესტი არსად წასულა.“

“უფრო გაძლიერებულები ვართ, მიუხედავად ამ უსამართლო 5-დღიანი პატიმრობისა და ტყვეობისა. ერთადერთი, რაც ყველაზე მთავარი ახლა შემიძლია, მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ ხვალ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რეჟიმს უნდა ვაჩვენოთ ის, რომ არსად წასულა ეს პროტესტი. მინდა ყველას ვუთხრა, რომ გასაგებია, ეს არ არის სასიამოვნო, არის საკმაოდ მძიმე, მაგრამ უფრო მძიმეა ის მომავალი, რასაც რუსული ოცნება გვპირდება, ამიტომ ყველაფრის ფასად, მართლა ღირს ამ პროტესტის ბოლომდე მიყვანა და გამარჯვების მიღწევა. ერთია იზოლატორი და მისი პირობები, რომელიც არ ჯდება, არანაირ ჰუმანურ სტანდარტში, მაგრამ იზოლატორზე უარესია ის სასამართლო, რაც მოგვიწყვეს და ვნახეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომელიც არის უსინდისობის, უტიფრობის და ტოტალიტარიზმის ყველაზე მდარე გამოხატულება. ეს უნდა დასრულდეს, ქართველი ხალხი, ტრადიცია და ქართველობა ამას არ იმსახურებს, – განაცხადა გიორგი სავანელმა.

banner
წინა სტატიაშიგაუჩინარებული ორი რუსი აქტივისტი, პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისთვის დააკავა – შს სამინისტროს განცხადება
შემდეგი სტატია“გული მწყდება უფროს თაობაზე, როგორ შეიძლება ისევ ის შეცდომა დაუშვა და ქვეყანა ერთი საუკუნით უკან დაწიო” – ელენე დევიძე