ხვალ სვეტიცხოველში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს

region
: region ივლისი 12, 2019 17:24

ხვალ სვეტიცხოველში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს

ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, რომელიც მოციქულების სახელობისაა, სადღესასწაულო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. საზეიმო წირვა ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქი წმინდა ნინოს გზის მონაწილე მომლოცველებს დალოცავს და სპეციალურ სიგელებს გადასცემს. ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში დღეს, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ხვალ არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის დღესასწაული სვეტიცხოველში, მცხეთაში. ლოცვა დაიწყება დღეს შვიდ საათზე. დიდმა ჯგუფმა ჩვენი მორწმუნე ადამიანების გამოიარეს წმინდა ნინოს გზა და დღეს ჩვენ შევხვდებით მათ სვეტიცხოველში. წმინდა ნინოს და მოციქულების მადლი შეგეწიოთ თქვენ, საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

region
: region ივლისი 12, 2019 17:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics