ხვალ საღამოს გვეცოდინება, შეჩერდება თუ არა მშენებლობა ატენის ქუჩაზე – გაბუნია

ატენის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილის სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 მარტამდე გადაიდო.
„ამხანაგობა ატენი -19-მა” წარადგინა გაუგებარი ტიპის მტკიცებულებები, რომლებიც 2014 წელს გაიცა. ჩვენ სასამართლომ მოგვცა საშუალება წარმოვადგინოთ კონტრმტკიცებულებები. ხვალ საღამოს გვეცოდინება პასუხი სასამართლოდან, შეჩერდება თუ არა მშენებლობა. ამის შესახებ მოსამართლე ხვალ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს“, – განაცხადა ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.
ატენის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსს „ამხანაგობა ატენი – 19“ აშენებს. ატენის ქუჩის მოსახლეობის მეორე ნაწილი მშენებლობას კანონიერად მიიჩნევს და სამშენებლო პროცესის გაგრძელებას ითხოვს, მოსარჩელე მხარე კი მშენებლობის შეჩერებას. სარჩელი თბილისის მერიის წინააღმდეგ ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ 13 თებერვალს შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით- იან კელი
შემდეგი სტატიასააკაშვილი უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება – ნარჩემაშვილი