ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს: 17% “ქართული ოცნება”, 14% ენმ , 3% “ევროპული საქართველო”, 27%-მა არ იცის – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად ხვალ, რომ არჩევნები ტარდებოდეს, 17 პროცენტი “ქართულ ოცნებას”, 14 პროცენტი კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას. 3-3 პროცენტი “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭერდა მხარს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაში„ენდიაის“ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს
შემდეგი სტატიალიდერების რეიტინგში კალაძე ლიდერობს – NDI