ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 31% დაუჭერდა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია EPN-Research საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

EPN-Research-ის მონაცემებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარს გამოკითხულთა 31% დაუჭერდა მხარს. კვლევის თანახმად, რეიტინგებში მეორე ადგილს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” იკავებს 23%-ით, მესამე ადგილზე კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა” 20.1%-ით.

საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 8.8% დაუჭერდა მხარს “თავისუფალ დემოკრატებს”, 8.5% “ლეიბორისტულ პარტიას, 6.2% ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაბას, ხოლო სხვა პარტიებს 2.4%.

კითხვაზე თქვენს მიერ შერჩეული ან სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამიდან, რომელია მნიშვნელოვანი საკითხები გამოკითხულა უმრავლესობამ, 35.1%-მა დასაქმება დაასახელა, 23.6%-მა სოციალური და ჯანდაცვის საკითხები, 16.7%-მა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, 15.9%-მა ადამიანის უფლებები, 7.8%-მა ქვეყნის უსაფრთხოება, 0.9%-მა კი სხვა საკითხები.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია EPN-Research-მა მოსახლეობა საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და თელავში გამოკითხა.

EPN-Research-ის მიერ სულ 2000 საქართველოს მოქალაქე გამოიკითხა – წარმომადგენლებითი შერჩევა მოხდა ქვეყნის მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში. რესპოდენტის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ქართულ ენაზე.

კომპანიის ინფორმაციით, გამოიკითხა მხოლოდ ის რესპოდენტები, რომელთაც არჩევანი გაკეთებული აქვთ და რესპოდენტების მონაცემებით, პოლიტიკურ არჩევანს არ შეიცვლიან.

გამოკითხვის საველე სამუშაოები 2016 წლის 8-29 იანვარს ჩატარდა.

ცნობისთვის EPN-Research საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას
შემდეგი სტატიათურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა იყოს განსხვავება კარგ და ცუდ ტერორისტებს შორის