ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, “ქართულ ოცნებას” 17 % მისცემდა ხმას, “ნაციონალურ მოძრაობას” – 13 %

ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას.

ამ კითხვით მიმართა ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოსახლეობას.

პასუხები ასე გადანაწილდა – 17 % “ქართული ოცნება”

“ნაციონალური მოძრაობა” – 13 %

“სახელმწიფო ხალხისთვის” – 4 %

პატრიოტთა ალიანსი – 4 %

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და CRRC–საქართველო საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას “რუმს ჰოტელში” მართავს.

კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი – 6 ივლისის პერიოდში, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ მის შეხედულებასთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, „ნაციონალური მოძრაობა“ 15 პროცენტმა დაასახელა
შემდეგი სტატიაNDI-ის კველვის მიხედვით, გამოკითხულთა 21% “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას არასდროს მისცემდა