ხვალ რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრაძლება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლება.

ამის გამო, 2017 წლის 22 დეკემბერს, ღამის 00:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე, გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა საახალწლოდ ქართული პროდუქცია შეიძინონ
შემდეგი სტატიაIDFI-ის კვლევა – ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები