ხვალ ”რესპუბლიკური პარტიის” კონფერენცია გაიმართება

”ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონში ხვალ ”რესპუბლიკური პარტიის” კონფერენცია – “დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ გაიმართება.

როგორც ”თაიმერს” ”რესპუბლიკური პარტიიდან” აცნობეს, კონფერენციას, რომელიც ორი თემატური ნაწილისგან შედგება, ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გახსნის.

ღონისძიების პირველ ნაწილში მონაწილეები იმსჯელებენ ეკონომიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, ხოლო მეორე ნაწილი – “რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი – საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ”, დახურულ ფორმატში გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პარტიის ლიდერები, ეროვნული კომიტეტისა და საკრებულოების რესპუბლიკელი წევრები მთელი საქართველოდან.

ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება და 17:30 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც პარტიის ლიდერები მედიასთან შემაჯამებელ კომენტარებს გააკეთებენ.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა ბერძნულ ლესბოსში ლტოლვილები მოინახულა
შემდეგი სტატიაამ დროისთვის საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში 600-მდე ზარია დაფიქსირებული