“ხვალ რაც ხდება პარლამენტში – პროვოკაციაა თუ პაროდია, რომელიც მოკლებულია მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია”-სალომე ზურაბიშვილი

“ხვალ რაც ხდება პარლამენტში – პროვოკაციაა თუ პაროდია, რომელიც მოკლებულია მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.

მეორე პროვოკაცია არის ხვალ რაც ხდება პარლამენტში – პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია რადგან ეს იქნება ის ღონისძიება, რომელიც მოკლებული არის მთლიანად ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციურია, არალეგიტიმური, ეს მოკლებულია მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, ამიტომ ამაზე დიდხანს არც დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც დიდხანს გაჩერება ამ თემაზე. ყველაფერი არის პაროდია თუნდაც დღეს რაც ხდება, რომ “ოცნებიდან” გადის “ხალხის ძალა”, მერე დაბრუნდება, მერე იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს თუ არ ნიშნავენ… მოკლედ, ეს უკვე აღარ არის არაფერი, კავშირი აღარ აქვს ამას რამე პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო იმიტომ რომ გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად და ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი და ამითი ერთგვარად არის ასევე პროვოცირება ხალხის რეაქციების იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ ასე მოეპყრო დამოუკიდებელი ქვეყნის ინტიტუტებს, თუნდაც პარლამენტს, პირველ რიგში, და ყველა სხვა ინსტიტუტებს და ეს არის ალბათ მიუღებელი, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, “ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს.

banner
წინა სტატიაში“ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას… ყველამ ვიცით, რას ემსახურება ხვალ დაგეგმილი ღონისძიება” – პრეზიდენტი
შემდეგი სტატია“აქ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც აპირებდა პარლამენტის წინ”-პრეზიდენტის მიმართვა კალაძეს